გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა
06-04-2017, 01:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა დადებით სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

 


რაოდენობრივად, იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტირებულია 14 200 000 ბოთლი ღვინო, რაც თანხობრივად 77%-იან ზრდას შეადგენს.

 


„ეს, ვფიქრობთ, ძალიან კარგი მაჩვენებელია. განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ბაზრებზე დივერსიფიკაცია იზრდება და ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სამეზობლოში არსებული ქვეყნები, არამედ ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან მზარდია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის უდიდეს მნიშვნელობაზე საქართველოსთვის“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა და მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის ჩართულობითაც „ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე კეთდება არა მხოლოდ ღვინის ექსპორტის მიმართულებით“.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე გაგრძელდეს, რადგან სოფლის მეურნეობა არის სწორედ ის მიმართულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყოფაზე ყველაზე მეტი სოციალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

 


პრემიერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის ექსპორტის მეტი კოორდინაციის თხოვნითაც მიმართა, რადგან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზარზე „ქართველი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან“.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი