მინდა, მოგილოცოთ „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ გაფორმება, რადგან ამ შეთანხმებით ევროპა აღიარებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის შეთანხმების ხელმოწერას.
გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომლითაც, საქართველო ხდება ევროპული წესრიგის ნაწილი. ამ დოკუმენტის თანახმად, გვექნება, პრაქტიკულად, ონლაინ რეჟიმში თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სტრუქტურებთან. ეს თანამშრომლობა ითვალისწინებს გაცილებით მეტ ოპერატიულ შეხებას ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც ევროპოლთან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ანალოგიურ სტრუქტურებთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიზა-ლიბერალიზაციის ფონზე. მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის და ვთქვა, რომ ეს ხელშეკრულება უპირველეს ყოვლისა არის პასუხისმგებლობა, რომელიც ღირსეულად უნდა ვატაროთ, როგორც ევროპის სანდო პარტნიორებმა,“ განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.