გარდაბნის გზატკეცილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
06-04-2017, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი გარდაბნის გზატკეცილის კაპიტალური აღდგენის სამუშაოებს გაეცნენ.

 


დედაქალაქიის მერიის ცნობით, სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილის (მონაკვეთის) აღდგენით სამუშაოებს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ახალი, 125-მეტრიანი სანიაღვრე ქსელი, მოხდება 4-კმ-იანი გზის ასფალტის საფარის დემონტაჟი და დაიგება ახალი ორფენიანი საფარი. ასევე გზის მიმდებარედ მოეწყობა მეტრიანი გვერდულები.

 


დავით ნარმანიას თქმით, ეს გზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი გარდაბნის გზატკეცილს სამგორის რაიონთან აკავშირებს.

 


„უგზოობის გამო, გარდაბნის გზატკეცილზე მანქანები პრაქტიკულად არ დადიოდნენ, რაც მიმდებარე უბნების დატვირთვას იწვევდა. ახლა იგება გზის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემა. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ გზაზე მანქანების მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად გაიზრდება, რაც მიმდებარე ქუჩების განტვირთვას გამოიწვევს“ განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


გზის კაპიტალური აღდგენის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

 


თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 561 278 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო და ივნისში დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი