საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში, დღეს შეხვედრა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური რეფორმების პროცესში უმთავრესია, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქე იყოს ჩართული და სწორედ, მათი სურვილების და ნააზრევის საფუძველზე შეიქმნას მთავარი დოკუმენტი უკვე იურისტების მიერ.
პრეზიდენტის თქმით, დისკუსიაში გამოითქმება განსხვავებული აზრი და სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილში უნდა შეჯერდნენ დისკუსიის მონაწილეები და ამგვარად შეიქმნას კონსტიტუცია.
„მე მომხრე ვარ კონსტიტუციური კანონების პატივისცემის და იმგვარი კონსტიტუციის, რომელშიც ჩვენი ხალხის სულისკვეთება იქნება ასახული'', აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტმა კონსტიტუციაში ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის, თვითმმართველობების გაძლიერების, უფასო განათლების, სოციალური დაცვის გარანტიების ზრდის საკითხების შესახებ ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვის საპასუხოდ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას აინტერესებს იმ ადამიანების არგუმენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირდაპირი არჩევის წესი უნდა შეიცვალოს.
„საქართველოში ჩამოყალიბდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის 25-წლიანი პოლიტიკური ტრადიცია. ვინც ცვლის ამ კანონს, მათ აუცილებლად უნდა ამიხსნან, რატომ მიცვლიან ამ ტრადიციას, რატომ იქნება ეს იმაზე უკეთესი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის.
მე მხარს არ ვუჭერ ხალხისათვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევას. ჩემი ბერკეტი სწორედ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც, იმედი მაქვს, გავაგონებ საკონსტიტუციო კომისიას'', აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვითმმართველობის მნიშვნელობის, მისი გაძლიერების შესახებ ისაუბრა და სტუდენტებს და პროფესურას მოუწოდა ჩაერთონ იმ პროცესებში, რაც მათ გარშემო მიმდინარეობს და მათი კომპეტენტური და აკადემიური აზრი გააცნონ მოსახლეობას.
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ხვალინდელი საპარლამენტო გამოსვლის შინაარსზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ყურადღებას განათლების, ეკონომიკის, ასევე თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე გაამახვილებს.
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის უნივერსიტეტში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრის მოდერაციას კი, კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე ახორციელებდა. პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.