გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და მის განხილვაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს
06-04-2017, 09:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ქუთაისში „კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გამართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა და მის მოდერაციას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ახორციელებდა.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია, და მისი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა საზოგადოების ფართო ფენები ჩაერთოს ამ პროცესსა და განხილვაში.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკონსტიტუციო უმრავლესობის ფენომენი, დღეს კი დაიწყო კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა.

 


„ამ ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს მაქსიმალური კონსენსუსი, ეს არის საფრთხეც და შესაძლებლობაც.

 


კონსტიტუციის ცვლილება საფრთხე და პრობლემური იყო იმ ჯგუფისთვის, რომელიც ამას კონსტულტაციების გარეშე ახორციელებდა.

 

 

მაგრამ, ამავდროულად ეს არის შესაძლებლობა ბევრად უფრო მეტად გავაერთიანოთ საზოგადოება და ერთიან პოლიტიკურ დღის წესრიგზე შევთანხმდეთ'', განაცხადა პრეზიდენტმა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომისიის თანათავმჯდომარეობა მისი პრინციპული პოზიცია იყო სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ეს ორგანო ჩაკეტილი სტრუქტურა, რომელიც აგზავნის ექსპერტირებისათვის დოკუმენტებს ისე, რომ კომისიის წევრებმა არ იციან რას აგზავნიან.

 


პრეზიდენტის განცხადებით, მის წინაშე არსებული პოლიტიკური მიზანი და არსებული კონსტიტუციური ვალდებულება მიღწეულია და ეს კიდევ უფრო გაღრმავდება.

 


„საქართველოს ყველა მოქალაქეს ახსოვს ფრაზა - „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“, რომლითაც იწყება კონსტიტუცია იმიტომ, რომ კონსტიტუციის შექმნის სულისკვეთება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ კონსტიტუცია ყველასია!'' განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხმა.

 


როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრებზე გამოჩნდა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილების საკითხი ძალიან აწუხებს ქუთაისის მოსახლეობას, ამიტომ პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებთან გამართონ დისკუსია და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული.

 


გარდა ამისა, პრეზიდენტი დაჰპირდა მოსახლეობას, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე მათ პოზიციას ყველაგან დააფიქსირებს.

 


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი