საქართველოს მაგისტრალებზე უამინდობის გამო, გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება.
კობი-გუდაურისა და ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებით მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.
ნაქერალას საუღელტეხილო მონაკვეთზე, გომბორისა და ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით კი, გადაადგილება აკრძალულია ტრაილერებისთვის.
რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, იქ ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. გომბორი-თელავის გზაზე კი გადაადგილება აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის კი მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.
რაც შეეხება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას, აქ ამ ეტაპზე შეზღუდვები მოხსნილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს, მობილიზებულია სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.
ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზები პირადად მოინახულა და იქ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების პროცესს გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.