11 აპრილის 23.00 საათიდან, 12 აპრილის დილის 4.00 საათამდე მეტროპოლიტენით მგზავრობა უფასო იქნება
01-04-2015, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს დილის 4 საათამდე მოემსახურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერიაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მერაბ მამულაშვილმა განუცხადა.

 
მისივე თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილს, ღამის 12.00 საათიდან დილის 4.00 საათამდე თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება. 11 აპრილის 23.00 საათიდან დილის 4.00 საათამდე მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

 
მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ სასაფლაოებამდე მისვლა, ამ მიზნით თბილისის მერია სპეციალურ მარშრუტებს დანიშნავს. კერძოდ, მეტრო “დიდუბიდან” ავტობუსები იმოძრავებენ მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით. “სადგურის მოედნიდან” და “მარჯანიშვილიდან” კუკიისა და მახათას მთის მიმართულებით, მეტრო “ვარკეთილიდან” ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით, ასევე მეტრო “სარაჯიშვილიდან” თბილისის ზღვის მიმართულებით.

 
რაც შეეხება ვაკის, ვერის სასაფლაოებს, ასევე ავჭალის მიმართულებას, მამულაშვილის განცხადებით, აქ ტრანსპორტი იმუშავებს იმ განრიგით, რაც მათ გააჩნიათ სამუშაო დღეებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი