პარლამენტი დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს
07-04-2017, 01:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტი დღეს პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს. საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე პრემიერ მინისტრს, მინისტრებს, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელოდებიან.

 

 

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები გაიმართება.

 

 

პარლამენტის ბიუროს 3 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისათვის, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული, გათვალისწინებულია 5-5 წუთი. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს (”ნაციონალური მოძრაობა” და ”საქართველოს პატრიოტები”) დაეთმობა - მათთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი. საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ უმცირესობას და უმრავლესობას ცალ-ცალკე 45-45 წუთი დაეთმობა, ხოლო შემდეგ გამოვლენ ვიცე-სპიკერები 10-10 წუთით. ბოლოს, ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს, რომლის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი.

 

 

პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი თავის მოხსენებაში ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევაზე ისაუბრებს.

 

 

ამის შესახებ ჩიხრაძემ „რუსთავი 2"-ს განუცხადა.

 

 

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, კონკრეტულ პრობლემებზე საუბრის გარდა, ქვეყნის მეთაური მთავრობასა და პარლამენტს საკუთარ რეკომენდაციებსაც გააცნობს.

 

 

„გარდა პრობლემების აღწერისა და ამ პრობლემებზე საუბრისა, არის კონკრეტული შეთავაზებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. პარლამენტის უნდა იყოს ძალიან გახსნილი ორგანო, პრეზიდენტის გამოსვლა არის ის შემთხვევა, როდესაც ამის შესაძლებლობა ჩნდება,“ განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი