ნინოწმინდის კულტურის ცენტრში გამოფენა სახელწოდებით „მარჯვე ხელები“ გაიხსნა. როგორც Guardian.ge-ს ნინოწმინდის გამგეობიდან აცნობეს, ოთხდღიანი გამოფენა გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით იმართება.
ფესტივალზე მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლიდან და ქალაქ ნინოწმინდიდან წარმოდგენილია, დაახლოებით, 200 -ზე მეტი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნამუშევარი. მათგან გამგეობის კულტურის სამსახურში შექმნილი სპეციალური ჟიური ექვს საუკეთესოს შეარჩევს, რომელთა ავტორებიც ფასიანი საჩუქრებით, დიპლომებითა და საპატიო სიგელით დაჯილდოვდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.