საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მოწამეთას მონასტრიდან მიულოცა.
„ხარებას გილოცავთ სრულიად საქართველოს!
ამ დღეს, როდესაც კაცობრიობას ეხარა მომავალი მაცხოვრის დაბადება, მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს.
მე დღეს ამ დღესასწაულს გილოცავთ მოწამეთას მონასტრიდან. მოწამეთა არის ჩემი გვარის წარმოშობის სოფელი და მიხარია, რომ აქ მოვხვდი და ამ მშვენიერი ადგილიდან მაქვს შესაძლებლობა მოგილოცოთ ეს მშვენიერი დღესასწაული“, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი მოწამეთაში პირველ ლედისთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.