სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ძალაუფლების კონცენტრაციის სავარაუდო საფრთხეს წარმოადგენდა, სერიოზულ პრობლემად იქცა.
„გასულ წელს, ნოემბრში ახალ პარლამენტს მივმართე და მაშინ მოხსენებით შევეხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანს საკითხებს. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად, აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობასაც. რა მივიღეთ ხუთი თვის თავზე? სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა მაინცდამაინც არ არის შთამბეჭდავი. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში ჩატარდეს დებატები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიქნებოდი, ზუსტად ასევე თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და მთლიანად საქართველოს პარლამენტი ხართ. და მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ", განაცხადა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.