თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თემურ ქოჩიაშვილის ინიციატივითა და თერჯოლელ მეწარმეთა ფინანსური მხარდაჭერით ქ. თერჯოლაში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალი და სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ Guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„ამ მემორიალისა და სკვერის მოწყობით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს. გარდა სიმბოლური დატვირთვისა, გაალამაზებს ქალაქის იერ-სახეს და დასასვენებელი ადგილის ფუნქციასაც შეითავსებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, რადგან ადგილი, სადაც მემორიალური სკვერი უნდა აშენდეს, ქალაქის ცენტრშია, ახლოსაა სკოლებთან და ბაღებთან. აქვეა ყოფილი კინო-თეატრიც, რომლის აღდგენაც იგეგმება“, განაცხადა თემურ ქოჩიაშვილმა, რომელმაც მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.