სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტს: გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად, ნელ-ნელა იქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად
07-04-2017, 06:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით" ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს.

 

 

„პრეზიდენტის სიმბოლო ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია ათასწლოვანი მონარქიის ტრადიცია, უძველეს ევროპაში, ალბათ, გულთანაც ახლოს არის ბევრთათვის და შესაძლოა, მომავლის ნიშანიც კი, სამწუხაროდ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ სიმბოლოს ან არ, თუ ვერ გაუფრთხილდით ისე, როგორც სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, საგარეო წარმომადგენლობა მსოფლიო მოედანზე გადააქციეთ სამარცხვინო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად. სამწუხაროდ, გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად, ნელ-ნელა იქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად, დღესაც ალბათ, ვნახავთ თქვენსა და ერთი ფლანგის პოზიციათა შორის დიდ მსგავსებას, სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში გადახვედით. თქვენ როცა შეირგეთ ამ ადგილზე თქვენივე დანიშვნა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი.

 

 

სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს, თქვენი ახლობლების მიმართ უფრო ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალეების მიმართ, თქვენვე, თქვენს მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. როდესაც ვეტოთი ვხმალაობთ, იმის მაგივრად რომ ეს ბერკეტი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოთ... ამის მაგივრად, რომ მიგეჩვიათ საზოგადოება ჩვეულებრივ აზრთა სხვაობას, ჯანმრთელ დისკუსიას, ამის მაგივრად დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევთ, ამით თქვენი გამაერთიანებელ როლს აკნინებთ,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი