„წლები გადის და ერთი და იგივე ტექსტი გვესმის ამ ტრიბუნიდან,“ - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას მმართველი გუნდის საპარლამენტო გამოსვლები.
„კიდევ ერთხელ გაგვახსენდა როგორ მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, რომ ეს გუნდი შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა და ვის ჩააბარა კონტროლი მთავრობის და თქვენს ხელშია ეს რა მოხდება ხვალ და ზეგ. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა. წლები გადის და ერთი და იგივე ტექსტი გვესმის ამ ტრიბუნიდან, საკუთარი თავის ქება და წარსული ხელისუფლების ლანძღვა, მეტი არაფერი, ნულოვანი შინაარსი. არც რწმენა გაერთიანებთ ერთმანეთის, არც მომავლის ხედვა, არაფერი არ გაერთიანებთ საერთოდ, გარდა ხელისუფლებაში ყოფნისა.
როგორ უნდა შევაჯამოთ საერთოდ თქვენი ხუთწლიანი მმართველობა - ეს არის გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი ვალები სამთავრობო, რომელიც დაუტოვეთ შემდეგ თაობებს, გაზრდილი კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი, გაზრდილი გავლენა რუსეთისა ჩვენი ქვეყნის შიგნით და შემცირებული შემოსავალი ბევრი ოჯახისთვის, რეალურად მსყიდველობითუნარის შემცირებული პენსია, შემცირებული ეკონომიკური ზრდა, შემცირებული რწმენა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისა და ეს არის უმძიმესი განაჩენი, რომელიც თქვენ გამოუტანეთ ამ მომენტში ჩვენს ქვეყანას და როცა პირად საუბრებში აღიარებთ ხოლმე რომ საქმე არის ცუდად და გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა, მეორე დღეს, როცა გთავაზობთ ხოლმე რაღაც ხედვას, განხილვაც კი არ გინდა“, განაცხადა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.