ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა საქართველოდან, კერძოდ ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის და გამგეობის მიერ ავღანეთში გაგზავნილი სასკოლო და პირადი მოხმარების ნივთები სოფელ მუსაპეინის სკოლის მოსწავლეებს გადასცეს.
ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში სკოლის დირექტორი, სოფლის უხუცესი - მალიკი და ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.