ირაკლი კობახიძე: მძიმე სურათი დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში და ვფიქრობ, რომ ეს სურათი არ ასახავს იმ სინამდვილეს, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ჩვენს ქვეყანაში
08-04-2017, 01:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან მძიმე სურათი დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში და ვფიქრობ, რომ ეს სურათი არ ასახავს იმ სინამდვილეს, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ჩვენს ქვეყანაში”, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ კოლეგებს პრეზიდენტის მოხსენებაში აღნიშნული საკითხების, მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემის, ეკონომიკისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.

 

 

„რაც შეეხება დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს - როცა ვსაუბრობთ ვითარებაზე, აუცილებლად სრულად და სრულფასოვნად უნდა წარმოვაჩინოთ სურათი. შეგახსენებთ, რა ხდებოდა საქართველოში ჩვენი ხელისუფლების მოსვლამდე და რა ხდება დღეს. მაგალითად, ბიზნესის რეკეტი იყო ყოველდღიურობა 2012 წლამდე და ბიზნესის რეკეტს არაერთი ადამიანის ინტერესები და სიცოცხლეც კი ეწირებოდა. ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა არის მთლიანად აღკვეთილი საქართველოში. არცერთი პრეცედენტი ბიზნესმენის დაყაჩაღების ხელისუფლების მხრიდან არ დაფიქსირებულა 2012 წლიდან.

 

 

ორნახევარჯერ შემცირდა პატიმართა რაოდენობა და ეს არის ამ ხელისუფლების დამსახურება. თორმეტჯერ არის შემცირებული პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს არ არის მხოლოდ დაკავშირებული პირობების გაუმჯობესებასთან. ეს რადიკალური სხვაობა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ როგორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული ციხეებში, როგორ აწამებდნენ ყოველდღიურ რეჟიმში ადამიანებს და რა პირობებში უწევდათ მათ ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2012 წლის შემდეგ ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების წამების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თქვენ გახსოვთ, რას უპირისპირებდა შეკრების თავისუფლებას ხელისუფლება - ეს იყო სისასტიკე. არცერთი პრეცედენტი არათუ სისასტიკის დაპირისპირების, რაიმე ტიპის ძალადობრივი დარბევის პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია არცერთი შეკრების, 2012 წლის შემდეგ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წლამდე მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2004 წლიდან ხელისუფლებამ მედიის მიზანმიმართული მონოპოლიზება დაიწყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი და საქართველოში არ არსებობს არცერთი ტელეარხი, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო პროპაგანდას ეწევა.

 

 

„2004 წლისთვის საქართველოში იყო ჩამოყალიბებული პლურალისტური მედიაგარემო. 2004 წლის შემდეგ ხელისუფლებამ, მიზანდასახულად, მთელი მედიასივრცის მონოპოლიზაცია დაიწყო. დაიწყეს საზოგადოებრივი მაუწყებლით, სადაც ჩამოაყალიბეს ე.წ. ბორდი, რომელიც მთლიანად პარტიული აქტივით იყო დაკომპლექტებული და ტოტალური კონტროლი დაამყარეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. შემდეგ უკვე მიადგნენ კერძო ტელევიზიებს.

 

 

დაიწყო პირველ რიგში „რუსთავი 2“-ით. შემდეგ გაგრძელდა პროცესები, გახსოვთ, „იბერიაში“ რა მოხდა, „მზეში“ რა მოხდა, „მეცხრე არხი“ როგორ იხურებოდა, „იმედის“ პროცესები ყველას კარგად გვახსოვს.

 

 

2012 წლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან, ბორდი აღარ არის ერთპარტიული და იქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა მოსაზრებები და ხელისუფლების გავლენა და კონტროლი აღარ ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი.

 

 

 

ეს პროცესი დაიწყო, პირველ რიგში, ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს. ბოლო პროცესები უკავშირდებოდა „რუსთავი 2“-ს.

 

 

სასამართლო სისტემის და ჩვენი ხელისუფლების სისტემის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო, ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აუცილებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესიც შესაბამისად დასრულდება, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლო დაადასტურებს იმას,რაც ყველამ ერთად ვიცით - პოზიციამ და ოპოზიციამ, რა მოხდა „რუსთავი 2“-ში 2004 წლიდან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს არამარტო მედიაპლურალიზმი, არამედ დაუბალანსებელი მედიაგარემო ოპოზიციის სასარგებლოდ და უფრო მეტიც - არცერთი ტელეარხი არ არსებობს საქართველოში, რომელიც შეიძლება ეწეოდეს პროპაგანდას ხელისუფლების სასარგებლოდ. ეს არის ის მიღწევა,რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული საქართველოში და ამ პირობებში საუბარი სახიფათო პროცესებზე მედიასივრცეში არის უბრალოდ არასწორი“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი