ამერიკის შეერთბული შტატები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისა და სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას გმობს.
სპეციალური განცხადება პარასკევს, 7 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა, გაავრცელა.
„შეერთებული შტატები გმობს გადაწყვეტილებას 9 აპრილს ჩატარდეს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციური სახელის, სამხრეთ ოსეთი-ალანიად შეცვლის შესახებ. ჩვენ ასევე ვგმობთ და არ ვაღიარებთ აფხაზეთში 12 მარტს და 26 მარტს ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებს თუ არჩევნებს, რომელიც 9 აპრილს არის დაგეგმილი სამხრეთ ოსეთში.
ეს უკანონო არჩევნები და რეფერენდუმები ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არის მკაფიო და თანმიმდევრული. ეს რეგიონები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილები“, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.