2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექსპერიმენტორიუმს" ესტუმრნენ. ბავშვებს ფიზიკის ინტერაქტიულ მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ და აზოტის შოუს ნახვის საშუალებაც მიეცათ.
ექსკურსია პროექტ „სასწავლო კურსები სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის“ ფარგლებში მოეწყო. დაღუპული და დაშავებული სამხედროების შვილები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამთვიან სასწავლო პროგრამაში არიან ჩართული, რომლის დასრულების შემდეგაც მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
პროექტის პარტნიორები არიან თავდაცვის სამინისტრო, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და კომპანია „ტაქსიფაი“.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.