ე.წ. კაბელების საქმის წარმოება ჩრდილოკორეული სცენარით მიმდინარეობს და როცა მოუნდება ივანიშვილს მაშინ მიაწერენ ამა თუ იმ გვარს, – ამის შესახებ კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომის 15 აპრილისთვის გადადების შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ ე.წ. კაბელების მთავარ საქმეზე მოხდა სხვა პირების პასუხისგებაში მიცემა, ალასანიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამაზე ვერავეფრს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს ამის შესაძლებობას.
“ეს არის ჩრდილოკორეული, საუკეთესო ტრადიციებში გაკეთებული სცენარი, რომ საქმე ზოგადად რაღაცაზე გახსნილია და როცა უნდა ბატონ ივანიშვილს მაშინ მიაწერენ ამა თუ იმ გვარს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ჩვენი სამართლისთვის, ასევე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის ძალიან დამაზიანებელია ასეთი ჩრდილოკორეული სცენარით საქმის წარმოება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომის გადადებას, მისი თქმით, აუტანელია ის, რომ ხუთი უდანაშაული ადამიანი, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეზეა დაკავებული, კიდევ ორი კვირის განმავლობაში პროცესის განახლებამდე წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩნენ.
“ყველაზე სამწუხარო ჩვენთვის, ბრალდებულების ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც სამართალს ვეძებთ, არის ის, რომ ეს ხუთი უდანაშაულო კაცი კიდევ ორი კვირა უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში. ეს არის აუტანელი, ძალიან მძიმე ყველასთვის, რომ უდანაშაულო ხალხი კიდევ 15 დღე ციხეში იქნება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.