9 აპრილს, ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმს მართავენ ოსი სეპარატისტები და მათი რუსი პატრონი-ოკუპანტები! საქართველოს ძირძველ მხარეს, ჩრდილოეთ ქართლს სახელი უნდათ რომ გადაარქვან და უწოდონ „ალანია“! ეს წუნკლები იმასაც ვერ ხვდებიან, რომ სახელის გადარქმევით, ისინი ირიბად აღიარებენ მათი ახლანდელი სახელწოდების (ოსი, ოსეთი) ქართულ წარმომავლობას და უნებლიეთ აღიარებენ ამ მხარის საქართველოსადმი კუთვნილებას! დიახ, გათავხედებულები ქართულ მიწა-წყალს გვტაცებენ რუსეთის დახმარებით და თან სურთ, რომ ქართველებს, რაც შეიძლება მეტად გვატკინონ გული და სწორედ 9 აპრილს განუზრახავთ ამ სიყალბის „იურიდიულად“ გაფორმება! მინდა მივმართო იმ ოსებს, რომლებსაც საღი აზრი ჯერ კიდევ შერჩენიათ, - თუ მოვლენები ასე წარიმართა და ოსი სეპარატისტების მეშვეობით სახელგადარქმეული ისტორიული ქართლის ჩრდილოეთი საბოლოოდ რუსეთის ფედერაციაში აღმოჩნდა, მაშინ იცოდეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისტორიული სამართლიანობა იზეიმებს და ძალით წართმეული ქართული მხარე ისევ საქართველოს დაუბრუნდება, ხოლო თქვენ, ოსებს, ქართლში და საქართველოს სხვა კუთხეებშიც აღარ დაგედგომებათ!!! მე, სულაც არ მინდა, რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ, „ბახტრიონის აჯანყების ავტორებს“, დიდი ალბათობით ნერვები გვიმტყუნებს და შედეგად - როკის გვირაბთან „დიდი და გრძელი რიგი დადგება!!!“ ამიტომ, დაფიქრდით და იმოქმედეთ, რომ საუკეთესო რაც ყოფილა ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, აღვადგინოთ და ერთად განვაგრძოთ ცხოვრება ჩვენს ერთიან სამშობლო-საქართველოში!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.