„დარიალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაემატება 2,5 მლნ ლარი და ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე ადგილობრივი მცხოვრები,“ - ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „დარიალი ჰესის“ ოფიციალურ გახსნაზე გააკეთა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 420 ადამიანი. მისი თქმით, პროექტი, ასევე, ქმნის მილიონობით ლარის ღირებულების ყოველწლიური შემოსავლის წყაროს ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
„ესაა საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის პირველი წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში. ჩვენ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ვმუშაობთ საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის მოდელის ჩარჩო კანონის შემუშავებაზე, რომელიც საქართველოში გაზრდის ინვესტიციებს მსხვილ პროექტებში, მათ შორის, ინფრასტრუქტურაშიც,“ განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა.
„დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურია, 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ჰესის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ.სთ-ი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.