სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში, წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად
09-04-2017, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ეგვიპტეში, ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული „ტელეგრაფი“ სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

აფეთქების სამიზნე ქალაქ ტანტაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის კოპტური ეკლესია გახდა.

 


ადგილობრივი სატელევიზიო არხების ცნობით, ბზობის დღესასწაულზე მომხდარი აფეთქებისას სულ მცირე 50-მა ადამიანმა მიიღო დაზიანება.

 


აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ როგორც BBC წერს, ეგვიპტის ქრისტიანული უმცირესობა ბოლო წლებში ხშირად ქცეულა ისლამისტი მებრძოლების სამიზნე.

 


პროვინციის გუბერნატორმა აჰმედ დეიფმა სახელმწიფო ტელევიზია „ნილე“-ს უთხრა: „ან დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, ანდა ვიღაცამ თავი აიფეთქა“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი