8 აპრილს კახეთის რეგიონში სსსტც „დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 2017 წლის სეზონზე პირველად ამუშავდა და გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა.
როგორც Guardian.ge-ს „დელტა“-დან აცნობეს, 8 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან „დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა კახეთის რეგიონში შემომავალი ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის დიდი მასები - საერთო ფართობითი 4000 კმ2 მდე.
„16:30 საათისთვის ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო.
16:30 საათიდან 20:33 საათამდე, აღნიშნული მუნიციპალიტეტების თავზე, 2150 კმ2 ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილი იქნა 161 ერთეული რაკეტა. ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა“, - აღნიშნულია სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.