საწყენია, როდესაც ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობი წევრების მისმართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“გუშინ ღიად დაისვა კითხვები სხვადასხვა უწყებების მიმართ და საჭიროდ ჩავთვალე, თავად გავაკეთო კომენტარი. ჩვენ მთავრობას ყველ ინსტიტუტთან დაბალანსებული და კონსტრუქციულ ურთიერთობა გვინდა, ეს დავაფიქსირე ქმედებით. პრეზიდენტთან ურთიერთობის კუთხით, ინიციატორი მე ვიყავი, ყოველთვის ვაფიქსირებდი ამას, არამატრო სიტყვით, არამედ ქმედებით, რომ მოხმდარიყო პოზიტიური წინსვლა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც საუბარი იყო იმის თაობაზე, უნდა დაესწროს თუ არ მთავრობა პრეზიდენტის გამოვლას, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს იქნა მიღებული.
“კოალიციის ფორმატში გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა. კოალიციის საერთო აზრი იყო, ვინაიდან ჩვენ არ გვსურს, პომპეზური იყოს ყველაფერი. ახალი რეალობის გათვალისწინებით, არ ჩაითვალა საჭიროდ მთავრობის დასწრება პრეზიდენტი გამოსვლაზე. ეს გადაწყვეტილბა დავტოვეთ ძალაში და წელსაც ვთქვით, რომ არ დავესწრებოდით, რადგან ეს იყო პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და არ იყო ამის აუცილებლობა. საწყენია, როდესაც მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და ვისმენთ, ჩემი აზრით, გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობი წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით, ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს სამწუხაროა”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას “ქართული ოცნება” იმისთვის არ აურჩევია, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი და პრემიერის პასუხები პრეზიდენტისადმი.
“მიმაჩნია, ეს არის სირცხვილი. ჩვენ არ გვაქვს ამისთვის დრო. ჩვენ ამის ფუფუნების დრო არ გვაქვს. დრო არ უნდა დავხარჯოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის მოსახლოების პრიორიტეტი. არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით ან ინიციატივით, ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი ზარების, შეხვედრების და ასე შემდეგ”, – განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.