გალის რაიონის სოფელ სიდაში მკვლელობა მოხდა. ცოლ-ქმარს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ეზოში ესროლეს, რის შედეგადაც ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ.
ცხედრები გალის პროზექტურაშია გადასვენებული.
მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ მიზეზად თანხის გამოძალვა სახელდება.
შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.