ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა
10-04-2017, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

 


„ჩვენ შევაგროვეთ ყველა ოქმის ასლები, რომელზეც პრეზიდენტის ყველა კანდიდატის ხელმოწერაა დაფიქსირებული. ამ ოქმების ასლების დამუშავების და დათვლის შედეგად მე ხმების 54,9 პროცენტი მივიღე. ასე რომ, თავს გამარჯვებულად ვთვლი“, უთხრა ბიბილოვმა „РИА Новости“-ს.

 


ამ დროისთვის, ოფიციალურად ოქმების 35% -ია დათვლილი, რომლის მიხედვითაც ბიბილოვს 48,7%, ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს 26.5%, მე-3 კანდიდატს, КГБ-ს თანამშრომელს, ალან გაგლოევს კი 19,1% აქვს მიღებული.

 


ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 9 აპრილს გაიმართა. კანდიდატს გამარჯვებისთვის 50%-ზე მეტი ხმის მიღება ესაჭიროება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი