მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესახებ განაცხადა.
მაჭუტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, კომისიის დატოვების მიზეზი გახდა ის, რომ კომისია ცდილობს კონსტიტუციაში მმართველი პარტიის ვიწროპოლიტიკური და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ასახოს.
„საქართველოში მიმდინარე ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის რეალური მიზანია არა კონსტიტუციის, როგორც მთავარი დოკუმენტის დახვეწა, არა მისი დამკვიდრება, როგორც ხელუხლებელი ღირებულებათა კრებულისა, არამედ მეტი კონსტიტუციური გარანტიის შექმნა ქართული დემოკრატიისთვის, არამედ მისი მთავარი მიზანია არაფორმალური მმართველობის განვრცობა სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების შთანთქმის საფუძველზე. კომისიას გადაწყვეტული აქვს ქართველი ხალხის ნების ნაცვლად კონსტიტუციაში მმართველი პარტიის ვიწროპოლიტიკური და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ასახოს", განაცხადა მაჭუტაძემ, რომლის თქმითაც, იწყებენ ზეპარტიულ, ინტერპარტიულ კონსტიტუციურ მოძრაობას კონსტიტუციის დასაცავად. მან კოლეგებს მოუწოდა, საკონსტიტუციო კომისიას გაემიჯნონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.