საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2015 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებაზე გააკეთა გნცხადება.
“ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი 106 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 2 მილიარდ 305 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104, 8 პროცენტია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები ასევე 81 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104 პროცენტი არის. საგადასხადო შემოსავლები გადაჭარბებული არის 48 მილიონი ლარით , რამაც შეადგინა პირველი კვარტლის გეგმის 102,7 პროცენტი. ხარჯვით ნაწილში გვაქვს 97 % იანი შესრულება , ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ბიუჯეტიდან კაპიტალურ პროექტებზე გაწეულმა ხარჯებმა შადგინა 174 მილიონი ლარი, რაც არის პირველი კვარტლის გეგმის 108, 6 პროცენტი და ბოლოს მე მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა, 643 მილიონი ლარი, რაც დაგეგმილზე 172 მილიონი ლარით მეტი არის,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.