ირაკლი კობახიძე: ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით
10-04-2017, 03:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ რეალურად ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით. ისეთი კონსტიტუციით, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან არის შესაბამისობაში და რომელიც ჩაუყრის ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელების პროცესს“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას გააკეთა.

 

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მესამე, დასკვნითი სხდომა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, 8 აპრილს გამართულ შეხვედრისას, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი განიხილეს, სადაც საკითხთა მიმართ სრული კონსესუსი გამოიკვეთა.

 

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელი შეხვედრის განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა და სამუშაო ჯგუფის წევრებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ვენეციის კომისიის წევრებთან, ასევე კონსულტაციები მაღალი რანგის უცხოელ ექსპერტებთან და უკვე გამოიკვეთა, რომ მათი საერთო შეფასება ძალიან დადებითი და პოზიტიურია, რაც ბუნებრივია, მისასალმებელია. მნიშვნელოვანია რომ ეს კარგად დაწყებული პროცესი ბოლომდე კარგად მივიყვანოთ და ერთად შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება სრულად დახვეწილი და კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილი“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი