ლევან იზორიამ სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა
10-04-2017, 07:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა.

 


შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) გაიმართა.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება თავდაცვის სტრატეგიული მიმართულებების ოთხ ძირითად პუნქტზე გაამახვილა. ლევან იზორიამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე, როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიოტრ ქვეყნებში, სამართლიან დაფინანსებაზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი ასევე, ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში აშენებას, ანტი-საჰაერო და ანტი-სატანკო სისტემების შეძენას და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. დისკუსიის დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 


უწყების განმარტებით, შეხვედრის მიზანი თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება, მიმდინარე ტრანსფორმაციის ანალიზი და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება იყო.

 


ნატოს დღეები საქართველოში 2-დან 11 აპრილამდე წელს მეათედ იმართება.

 


ნატოს დღეების ფარგლებში სხვადასხვა საჯარო შეხვედრა, ასევე შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი