თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა დღევანდელ თათბირზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებსა და განსახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, თათბირზე საკითხები დეტალურად-სამსახურებისა და დარგების მიხედვით განიხილეს.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა შესაბამისი სამსახურების უფროსებისაგან მოისმინა ინფორმაცია აღდგომის დღესასწაულისათვის სასაფლაომდე მისასვლელი გზების მოწესრიგების მიზნით ღონისძიების გატარებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის „რეგიონული განვითარების პროექტის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ, ყურადღება გაამახვილა აღდგომის დღესასწაულისათვის ა(ა)იპ „თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის“ მიერ განსახორციელებელ სამუშაოებზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალისა და სკვერის მოეწყობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოგვარებისა და სამუშაოების მიმდინარეობაზე. ასევე თათბირზე თემურ ქოჩიაშვილმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სხვა, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებზეც იმსჯელა.
თათბირს ესწრებოდნენ მოადგილეები კახაბერ კუპატაძე, ნაომი სარდანაძე, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ა(ა)იპ „თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის“ უფროსი და თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ბიუროს წარმომადგენელები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.