ნატოს დღეების ფარგლებში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმის ერთ-ერთ პანელში „კიბერშეტევა და ომის ახალი ხელოვნება“ მომხსენებლად თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოადგილე, დავით ჭილაშვილი გამოვიდა. მან თანამედროვე მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევებსა და რისკებზე ისაუბრა და ყურადღება თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებულ პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე გაამახვილა. ამ თვალსაზრისით, მან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
დავით ჭილაშვილმა საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ საშუალებებსა და ბიუროს მუშაობის სპეციფიკაზეც ისაუბრა.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში მეორედ იმართება და ხვალ ამ ღონისძიებით საქართველოში ნატოს დღეები დასრულდება. ფორუმი ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. კონფერენციაზე საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლსა და პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე მსჯელობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.