გიორგი მარგველაშვილი: რუსული პროპაგანდის გასაბათილებლად საჭიროა საზოგადოების, ხელისუფლების და პარტნიორი ქვეყნების ერთიანი მიდგომის არსებობა
11-04-2017, 03:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისში უკვე მეორედ ტარდება.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფორუმის მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი შეკრებების ორგანიზება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის წინაშეც დგას ისტორიული მისია - რთულ ვითარებაში გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

 


გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, დიპლომატიურ პროცესებში სახალხო დიპლომატიის როლზე და რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

 


მარგველაშვილის განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს რეალურ შესუსტებას იწვევს ჰიბრიდული ომი, კიბერდაპირისპირებები, რუსეთის მიერ საზოგადოებაზე აგიტაციის მეშვეობით გავლენის სერიოზული მცდელობა.

 


როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით გადამწყვეტია საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, ერთიანი მიდგომა, ერთიანი მესიჯის არსებობა.

 


პრეზიდენტის განცხადებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში საჭიროა, ერთიანი მესიჯი, რომელიც გააბათილებდა იმ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს, ასევე სხვა, ახალი დემოკრატიების მიმართ, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

 


როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო პერიოდში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით მდგრადი და ერთიანი პოზიცია აჩვენეს ქართულმა საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, თუმცა, რეალურად, ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად გასაღრმავებელი და გასაძლიერებელია.
გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც ნატო-ში და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გამკლავების გზებს, რუსულ პროპაგანდას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს შეეხებოდა.

 


შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და მისი მოადგილე ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი