სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, დასტურდება, რომ უჩა ძოძუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„პირადადაც დავინტერესდი იმ პროცედურებით, თუ როგორ მოხდა მისი გათავისუფლება - ჩამომიყალიბდა შინაგანი რწმენა და ეს რწმენა სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილეთ და უკვე ჩემი ბრძანებით აღნიშნული პიროვნება აღდგენილი იქნება სამხედრო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად“, აღნიშნა ლევან იზორიამ.
როგორც Guardian.ge-ს „დელტაში" განუმარტეს, „საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა უჩა ძოძუაშვილის სარჩელი, რის საფუძველზეც ყოფილი მინისტრის 2016 წლის #1666 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო უჩა ძოძუაშვილი აღდგენილია პოზიციაზე, რომელსაც იკავებდა 2016 წლამდე და ეს იყო გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოსტი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.