ირაკლი კობახიძე ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
11-04-2017, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ზიგფრიდ ბრაკე მიიღო.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობისა და მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ბელგიელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო და სიღრმისეულად ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის, მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ.

 

 

მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი განიხილეს. ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ზიგფრიდ ბრაკეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის.

 

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს საქართველო და ბელგიის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდეს. ამ კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურებაზე როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

 

 

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ბელგიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი