ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და ბელგიას შორის ურთიერთობები სულ უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და მეგობრული ხდება
11-04-2017, 06:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ და ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ზიგფრიდ ბრაკემ შეხვედრის შემდეეგ, ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ბრაკეს ვიზა-ლიბერალიზაციის მიღწევასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„მინდა მადლობა გადავუხადო ბელგიას, ჩვენს ბელგიელ მეგობრებს, ბელგიის პარლამენტს, პირადად ბატონ სპიკერს მის მიერ შეტანილი წვლილისთვის ამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბელგიელ მეგობრებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით მხარდაჭერის საქმეში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსა და ბელგიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და მეგობრული ხდება.ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობაც.

 


„ჩვენ წელს აღვნიშნავთ 25-ე წლისთავს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების და მოხარული ვართ, რომ საქართველოსა და ბელგიას შორის ურთიერთობები სულ უფრო მჭიდრო, ნაყოფიერი და მეგობრული ხდება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურება არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ევროკავშირის, ნატოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში. ამ კონტექსტში, საქართველოსა და ბელგიის პარლამენტებში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისაუბრეს.

 


„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაძლიერების პარალელურად, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და პარლამენტებს შორის კავშირი კიდევ უფრო საქმიან და პრაქტიკულ სახეს შეიძენს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი