ზიგფრიდ ბრაკე: თქვენ ხართ სტაბილური ქვეყანა სენსიტიურ რეგიონში და ეს კიდევ ერთი მიზეზია თანამშრომლობის გაგრძელებისთვის
11-04-2017, 06:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ და ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ზიგფრიდ ბრაკემ შეხვედრის შემდეეგ, ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს და ბელგიას ერთმანეთთან საუკეთესო დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს. მისივე თქმით, საქართველო სტაბილური პარტნიორია სენსიტიურ რეგიონში.

 


„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, რათა აღვნიშნოთ ძალიან კარგი, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატიური ურთიერთობა, რაც ბელგიის სამეფოს აკავშირებს საქართველოსთან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა, საუბარი და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ღრმა ფესვები დემოკრატიულ სისტემაში, თქვენ ხართ სტაბილური ქვეყანა სენსიტიურ რეგიონში და ეს კიდევ ერთი მიზეზია თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ბელგია მხარს უჭერს თქვენს მოთხოვნებს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით - მოდით შევთანხმდეთ ამაზე. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გზებზე. ჩვენს ინტერესებშია, თქვენთან ერთად მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავდეს სტაბილური პარტიორი ამ რეგიონში და რა თქმა უნდა, თუ შევძლებთ დაგეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში, ძალიან მოხარულები ვიქნებით“, განაცხადა ზიგფრიდ ბრაკემ.

 


ერთობლივი განცხადების შემდეგ, ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძესთან ერთად, პარლამენტის თბილისის სასახლე დაათვალიერა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი