საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ექსპერტს მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა, რომელმაც საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია.
პრემიერმა საერთაშორისო ექსპერტს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი კვლევის მომზადებისთვის, რომელშიც ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ არის აღიარებული და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებს განაგრძობს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამაზე მიუთითებს ის რეფორმებიც, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, საკუთრების უფლების, პენიტენციური სისტემის, მედიაპლურალიზმის, სამართლიანი არჩევნების, ბიზნესის თავისუფლებისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპების განმტკიცების მიმართულებით განხორციელდა.
საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიში საერთაშორისო ექსპერტმა მეგი ნიკოლსონმა USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP) მოამზადა.
შეხვედრას გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, USAID-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დემოკრატიის, მართვისა და სოციალური განვითარების საკითხებში მონიკა აზიმი, UNDP-ის ადამიანის უფლებების დაცვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური, USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.