თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება.
ნარმანიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
დედაქალაქის მერის თქმით, დაგეგმილია პეკინის ქუჩის კაპიტალური შეკეთება - შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება ასფალტის ახალი საფარი. საგზაო სამუშაოები ჩატარდება ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, ირბახის, წურწუმიას, ზურაბიშვილის, ფეიქრების, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, პეკინის, ქიზიყის, გარეჯის, მონადირის, ამაღლების, ჭიჭინაძისა და ცაიშის ქუჩებზე, ასევე, თელავის ქუჩის ნაწილზე.
მისივე თქმით, დაგეგმილია „ლაგუნა ვერესთან“ მდებარე გზისა და გარდაბნის გზატკეცილის კეთილმოწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.