მამა რევაზ სიხარულიძე: მამა გიორგი მამალაძისგან ჩავიბარე აღსარება, ზიარება კი ჩემი პრეროგატივა არ არის, რადგან მას შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება
11-04-2017, 09:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი დღეს მამა რევაზ სიხარულიძემ მოინახულა. როგორც მან სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების  შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაკავებული დეკანოზისგან აღსარება ჩაიბარა.

 

 

„ჩავიბარე აღსარება. რაც შეეხება ზიარებას, ამ შემთხვევაში ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგანაც სინოდზე მათ შეჩერებული აქვთ მღვდელმსახურება და ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება ბოლომდე. ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა”, განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ, რომლის თქმითაც, მამა გიორგი მამალაძე თავს ნორმალურად გრძნობს.

 

 

„ძალიან მაწუხებდა მისი ჯანმრთელობა. ვისთვის შიმშილობა იყო და ვისთვის მკაცრი მარხვა, ამაზე თვითონ იფიქრონ, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მისი მდგომარეობა ნორმალურია, იკვებება ნორმალურად და მადლობა ღმერთს, თავს კარგად გრძნობს", აღნიშნა მამა რევაზ სიხარულიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი