ლევან იზორია: ნატოსთან ურთიერთობის ისტორიაში ასეთი დინამიკა არასოდეს ყოფილა
11-04-2017, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოსმენისას, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე გაამახვილა.

 

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმების კომპლექსურად გააზრება, ნატოს სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორები თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებენ და მხარდაჭერას უცხადებენ: „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ნატოსთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გვაქვს ურთიერთობის დინამიკა.

 


სექტემბერში საქართველოში გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ; ასევე, 2-3 მარტს საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტს ვუმასპინძლეთ. მაისში საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი იგეგმება. რასაც მე გადავხედე, ახლო წარსულსა და საერთოდ, ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში ასეთი დინამიკა არასოდეს ყოფილა. ეს კი ცალსახად ცხადყოფს ამ ურთიერთობის გაღრმავების ტენდენციას“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 


რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩვენი ქვეყნის ჩართულობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ნატოს ამ მიზნით, კონკრეტული წინადადებები და გეგმა, როგორც საჰაერო, ასევე, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით ჯერ კიდევ იანვარში წარუდგინეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი