„ამერიკელ პარტნიორებთან ერთად წელს სერიოზული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. უკვე გვაქვს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის სათაურიც უკვე თავსებადია იმ სტრატეგიულ პირველ მიმართულებასთან, რომელიც ნატომ განსაზღვრა“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა საკომიტეტო მოსმენაზე საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, წვრთნის კომპონენტი და მდგრადობის უზრუნველყოფა საბრძოლო მზადყოფნის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, იმისთვის, რომ ნატოს სტანდარტებთან ვიყოთ მაქსიმალურად მიახლოებული.
მინისტრის განცხადებით, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, საბრძოლო მომზადების ცენტრი აშენდება.
„ჩვენი მხრიდან საბრძოლო მომზადების ცენტრის ასაშენებლად 10 მილიონი იქნება მიმართული. ცენტრი, სავარაუდოდ, ვაზიანში აშენდება და ამ საკითხზე ახლო მომავალში მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს იქნება ანალოგი იმ ცენტრისა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გერმანიის ტერიტორიაზე ევროპის სარდლობის ფარგლებში აქვს. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა ჩვენი თანამონაწილეობით. ბუნებრივია, ამ პროცესს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს“, აღნიშნა იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით, რაც საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების გარანტიას იძლევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.