მინდია ჯანელიძე: მე ალასანიას შევახსენე ის აუცილებელი პროცედურები, რომლებიც უნდა დაეცვა
01-04-2015, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, მან ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სატელეფონო საუბრისას საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის არა გაუქმება, არამედ პროცედურის რამდენიმე დღით გადადება სთხოვა.


ამ საკითხზე კიდევ ერთი კომენტარი თავდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალში ამ თემის შესახებ განცხადებას აღარ გააკეთებს.


"კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ საკითხზე დამეტებითი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. მე ალასანიას შევახსენე ის აუცილებელი პროცედურები, რომლებიც უნდა დაეცვა და ვთხოვეთ, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედოთ ხელმოწერის პროცედურა. არ იყო ისე, როგორც ის აცხადებს, რომ უარი ეთქვა ხელმოწერაზე. ჩვენი თხოვნა იყო, დაეცვა პროცედურები. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, რომელიც უკავშირდება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს წარმატებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რაზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებსა და საიდუმლო თემებზე ღიად, რაც უფრო მეტი ჭორაობა და მითქმა-მოთქმა იქნება, მით მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი