„დორტმუნდის ბორუსია“-ს საფეხბურთო გუნდის ავტობუსს ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაესხნენ თავს
12-04-2017, 00:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დორტმუნდის ბორუსია“-ს საფეხბურთო გუნდის ავტობუსს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის AS Monaco-სთან მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაესხნენ თავს, რა დროსაც მცველმა, მარკ ბარტრამ დაზიანება მიიღო, შედეგად, თამაში ერთი დღით გადაიდო.

 

 

როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, გერმანიის პოლიციამ სამშაბათს განაცხადა, რომ მათ არ იციან ვინ იდგა თავდასხმის უკან, რომელიც ადგილობრივი დროით საღამოს 7:15 საათზე მოხდა. 3 ასაფეთქებელი ნივთიერება იმ სასტუმროს სიახლოვეს ამოქმედდა, სადაც საფეხბურთო გუნდის წევრები იყვნენ გაჩერებული. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმის სამიზნე საფეხბურთო გუნდი იყო.

 


პროკურორებმა განაცხადეს, რომ აფეთქების სიახლოვეს ნაპოვნია წერილი, მაგრამ მისი შინაარსის დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვეს, აღნიშნეს რა, რომ წერილის ნამდვილობა არ არის გარკვეული.

 

 

 

 

 


გაზეთ „ ბილდის“ ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები ქუჩის გასწვრივ, ბუჩქებში იყო დამონტაჟებული, თუმცა გერმანულ გამოცემას წყარო არ დაუსახელებია. პოლიციის წარმომადგენელმა უფრო ადრე განაცხადა, რომ „ასაფეთქებელი მოწყობილობები ავტობუსის გარეთ იყო დადებული“.

 


პოლიციამ უფრო ადრე განაცხადა, რომ არ არსებობდა საფრთხე „ზიგნალ იდუნა პარკ“-ის სტადიონზე - გერმანიის ყველაზე დიდ სტადიონზე, რომელიც 80 000-ზე მეტ გულშემატკივარს იტევს - სადაც ევროპის საუკეთესო გუნდს მეოთხედფინალური შეხვედრა უნდა გაემართა.

 


აფეთქებისას ავტობუსის მინები ჩაიმსხვრა, მაგრამ დაზიანება მინიმალური იყო.

 


დორტმუნდის პოლიციამ უფრო ადრე „თვითერზე“ დაწერა: „საწყისი გამოძიების შემდეგ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს იყო თავდასხმა, რა დროსაც სერიოზული ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო გამოყენებული“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი