საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
12-04-2017, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს და პრემიერ მინისტრს, კარენ კარაპეტიანს შეხვდა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დღეისათვის არსებული პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი დონე, რაც გამოიხატება მხარეთა შესაბამის უწყებებს შორის ინტენსიური კონტაქტების დინამიკით. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოზიტიურ განვითარებას, კერძოდ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში, ასევე მიმოხილულ იქნა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები და მათი ხელშეწყობის გზები.



განსაკუთებული ყურადღება დაეთმო ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის დაახლოებისა და უკეთ გაცნობის აუცილებლობას. ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ცნობადობისა და პოპულარიზაციის დონის ამაღლებას, არსებული ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობების შესაბამისად. ამას გარდა, მხარეებმა მიმოიხილეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.



მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი