საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი კლოდ მურმანი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სამხედრო ექსპერტს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკმა კლოდ მურმანმა საქართველოში საკუთარი საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.
„ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, თუმცა გასაკეთებელიც რჩება. მთავარია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. დროთა განმავლობაში კი შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას“, განაცხადა მან.
უწყების განმარტებით, ბელგიის სამეფოს ოფიცერს მედალი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
ვიცე-პოლკოვნიკ კლოდ მურმანის სამშობლოში როტაცია საქართველოში ექვსი თვის მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰენკინეტი შეცვლის, რომელიც გასული წლის აპრილ-ოქტომბერში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის პროექტის მრჩეველად უკვე მუშაობდა.
სამხედრო ექპერტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, ნატოს ძირითადი ჯგუფის, ასევე სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ექსპერტები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.