ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შეფასებით, „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა განხორციელდა.
„ის ყველაფერი, რაც ამ საქმის ირგვლივ კეთდებოდა, შეიძლება განხილული იქნას ზეწოლად. ჩვენ თუ გადავხედავთ ქრონოლოგიას ამ საქმეების მიმართ, დაწყებული ადგილობრივ მოსამართლეებზე ზეწოლით - ამის ფაქტები არსებობს, როდესაც მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, გინებები და ა.შ", განაცხადა კალაძემ და დასძინა: „შემდეგ იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან გაგზავნილი წერილები. ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ არის ირიბი ზეწოლა. პრეზიდენტმაც გააგზავნა წერილი, თუ არ ვცდები“.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება „პოლიტიკური გავლენის" ქვეშ იქნა მიღებული.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური".
პარლამენტის თავმჯდომარე კონკრეტულ სუბიექტებსაც ასახელებს, ვინც მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენას ცდილობდა.
„იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა", განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც პოლიტიკური გავლენის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა, კობახიძე პასუხობს, რომ „მიხეილ ჯანელიძეს წერილი არ მიუწერია, ჩავიდა სტრაბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.