საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მსხვილი კომპონენტის, სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.
სამინისტროს ცნობით, გეგმა გულისხმობს მასშტაბური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, ქვეყნაში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და სრული დატვირთვით მუშაობას ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.
2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ გააცნო.
,,განხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტები გზების, წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური, გარემოს დაცვის და სხვა მიმართულებით.
განსაზღვრულია ის მიდგომები, რომლითაც ქვეყნის ყველა მოქალაქე, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებს მიიღოს განათლება, დასაქმდეს და თავად დაასაქმოს. სრული დატვირთვით ამუშავებული და განვითარებული ინფრასტრუქტურა მისცემს მოსახლეობას არსებული შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას“ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2020 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120- ზე მეტ საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს. 2 500-მდე პროექტის განხორციელება პირდაპირ შექმნის 40 000 სამუშაო ადგილს.
აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 9 მილიარდ ლარზე მეტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.