საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის შესახებ, რომელიც დაგეგმილია 2017 წლის 22 ნოემბერს. მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკ კოლეგას გააცნო ის მოლოდინები და პრიორიტეტები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს სამიტთან დაკავშირებით.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს მომავალში დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტებზე.
მიროსლავ ლაიჩაკმა მიხეილ ჯანელიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.