"მარგველაშვილმა ივანიშვილი "გადააგდო"!
01-04-2015, 08:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიახ, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ბ–ნი მარგველაშვილი ცდილობს საპრეზიდენტო ინსტიტუტის როლის გაზრდას სახელმწიფო მართველობის ვერტიკალში. არადა, 2013 წელს მარგველაშვილის დასახელება საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის მიერ, ემსახურებოდა სულ სხვა მიზანს, რომ მარგველაშვილს, როგორც პრეზიდენტს ხელი უნდა შეეწყო საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმაზე გადასვლისთვის, ანუ მარგველაშვილი უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი–არბიტრი და არა, – მთავარი პოლიტიკური ფიგურა სახელმწიფოში, რის ამბიციებსაც მარგველაშვილი სულ უფრო მზარდად ავლენს! ამავდროულად, მარგველაშვილი მოგვიწოდებს პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ – "ევროპული დემოკრატიული მართველობა დავაფუძნოთ"! საქმე ის გახლავთ, რომ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლის ინიცირებაც სააკაშვილის პერიოდში დაიწყო, რომელიც ითვალისწინებდა პრემიერ–მინისტრის როლის ამაღლებას და პრეზიდენტის ფუნქციების მაქსიმალურად შეზღუდვას, რის საფუძველზეც ახალ პრეზიდენტს მოღვაწეობა მოუწევდა, როგორც – საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაც მარგველაშვილმა ბრწყინვალედ იცოდა! ეს ნიუანსები შეთანხმებული იყო მაშინდელ პრემიერთან–მინისტრთან, აქედან გამომდინარე, ბ–ნმა ივანიშვილმა დააყენა მარგველაშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში და სწორედ მისი მხარდაჭერის შედეგად მარგველაშვილი არჩეულ იქნა პრეზიდენტად! პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ბ–ნ მარგველაშვილს ამნეზია "შეეყარა" და ივანიშვილთან კონფლიქტმაც არ დაახანა! მარგველაშვილმა, რახან "გარდამავალი" კონსტიტუციით ქვეყნის მთავარსარდალი და პირველი პირი მე ვარო, ისეთ პოლიტიკურ "აქტიურობებს მიჰყო ხელი", რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის მართველობის ფორმაზე გადასვლას! მოკლედ, ივანიშვილ–მარგველაშვილის ეს შემთხვევა, გახლავთ კლასიკური მაგალითი "პოლიტიკური გადაგდების", სადაც ბ–ნი ივანიშვილი "ცამდე მართალია", – ვითომდა, "მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტისათვის მოამაგე" პრეზიდენტ მარგველაშვილთან! სანამ ეს პრობლემა არ გადაიჭრება, მანამ პრემიერის და სამთავრობო გუნდის "უპატივცემულობა" პრეზიდენტის მიმართ არ შეიცვლება, ვიდრე ახალ არჩევნებამდე!!!



ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი